ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,1 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 61 408 ახალი შემთხვევა დადასტურდა რის შედეგადაც ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ  3,1 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Rerauters ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

17 დღის წინ, ინდოეთმა გადალახა ინფიცირებულთა ორმილიონიანი ნიშნული. ის აზიაში ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა და მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ბრაზილიისა და ამერიკის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირსუით 836 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში ეს რიცხვი კი 57 542 გახდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 მილიონს აჭარბებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი