ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, არ გამოვა | ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის გეგმაა რუსეთის ცენტრალური აზიიდან და ამერკავკასიიდან გაძევება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს. 

"ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გამოგვიყვანოს ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან. ეს არ იმუშავებს. ჩვენ აქ ვართ ისტორიულად და არსად გავქრებით. და ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს ძალიან კარგად იციან", - თქვა ლავროვმა.

ის გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიასაც, სადაც ქვეყანას პუტინის უკანა ეზო უწოდეს და თქვა, რომ  დასავლური სამყაროს ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ საკმაოდ თავხედური განცხადებები. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი