ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს | ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ამბობს, რომ ალ-შიფას საავადმყოფო ღაზაში "აღარ ფუნქციონირებს როგორც საავადმყოფო".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა თქვა, რომ მუდმივმა სროლამ და დაბომბვამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაამწვავა ისედაც კრიტიკული გარემოებები. 

ალ-შიფას ქირურგიის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მარვან აბუ საადამ BBC-ს განუცხადა, რომ მესამე დღენაკლული ბავშვი ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო გარდაიცვალა.

"ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ საავადმყოფოში ჯერ კიდევ რჩება მინიმუმ 2 300 ადამიანი. კლინიკაში 600-დან 650-მდე სტაციონარის პაციენტია, 200-დან 500-მდე ჯანდაცვის მუშაკი და დაახლოებით 1 500 დევნილი, რომელიც თავს აფარებს შენობას.

ჯანმო იმეორებს მოწოდებას "დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის" და "მოქალაქეების აქტიური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი