ევროკავშირი ღაზის სექტორში ბრძოლებში "მნიშვნელოვანი პაუზების" მოწოდებით გამოდის

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი გამოდის მოწოდებით ღაზის სექტორში ბრძოლაში "მნიშვნელოვანი" პაუზების შესახებ, რომ საწვავის მიწოდების საშუალება არსებობდეს საავადმყოფოების მუშაობისთვის.

იანეზ ლენარჩიჩმა, ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, ორშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ღაზას სექტორში საავადმყოფოების ნახევარზე მეტმა შეწყვიტა მუშაობა... პირველ რიგში საწვავის ნაკლებობის გამო".

"ეს პაუზები უნდა იყოს მნიშვნელოვანი.  უპირველეს ყოვლისა, ისინი უნდა გამოცხადდეს განხორციელებამდე დიდი ხნით ადრე, რათა ორგანიზაციებს შეეძლოთ მოამზადონ მათ გამოსაყენებლად. მეორე, ისინი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული დროში", - თქვა ლენარჩიჩმა.

ღაზის სექტორში საწვავის მიწოდება შეწყდა 7 ოქტომბრის "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ.

ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ კვირას გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოითხოვა "დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი