"ვიცი, რომ მკვლელმა გვარი და სახელი შეიცვალა" | თამაზ გინტურის ძმა გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში თამაზ გინტურის ძმა გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. ნიკოლოზ გინტური დღეს სამართალდამცველებს პირველ ჩვენებას აძლევს მას შემდეგ რაც 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი ოკუპანტებმა სასტიკად მოკლეს.

"ჯერ არ ვიცი გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ მე რაც ვიცი მკვლელმა, დევიდოვმა გვარი და სახელი შეიცვალა. ოჯახი ვითხოვთ, გადმოცემას და დასჯას. ხელისუფლება რას იძახის და რა არ იძახის არ ვიცი და არ მაინტერესებს, ვიცი, რომ ჩემ ძმას ჩასაფრება მოუწყვეს, დაცხრილეს და მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას." თქვა ნიკოლოზ გინტურმა გამოკითხვაზე შესვლის წინ.

გინტურის ოჯახმა შემთხვევიდან მალევე სავარაუდო მკვლელების ვინაობა დაასახელა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს, როგორ აპირებენ დამნაშავეების დასჯას.  

შეგახსენებთ, თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი 13 ნოემბერს მიენიჭა. პროკურატურამ უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი