ფარცხალაძის საქმე და აშშ-ის ელჩის გზავნილები | რამ გააღიზიანა "ოცნება"

გამოქვეყნდა:

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, დათმობას არ აპირებს. რუსეთის აგენტად გამოცხადებული ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ ახალი ელჩის განცხადებამ "ქართული ოცნება" უკიდურესად გააღიზიანა. რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ფარცხალაძის საქმე გამოძიებას საჭიროებს. მმართველი პარტიის ლიდერები კი ელჩისგან ისევ მტკიცებულებებს მოითხოვენ. ბიძინა ივანიშვილის კლანს არ სურს საკუთარი ძალისხმევით მიიყვანოს საქმე ბოლომდე, თუმცა აკეთებს ყველაფერს ფარცხალაძის გადასარჩენად - აღრმავებს დაპირისპირებას ვაშინგტონთან, არყევს საბანკო სისტემას და ცვლის კანონებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი