
ჰონგ კონგში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების პირველი შემთხვევა დასასტურდა. The New York Times-ის ცნობით, 33 წლის მამაკაცს კოვიდ-19 პირველად 26 მარტს დაუდასტურდა. 15 აგვისტოს, ესპანეთში მოგზაურობის შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა კი აჩვენა, რომ ის კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირდა.
ექსპერტების თქმით, კოვიდ-19-ის მილიონობით დადასტურებული შემთხვევის გათვალისწინებით, ხელახლა ინფიცირება გადაკვირი არაა. თუმცა, BBC-ს ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვირუსის ხელახალი გამოვლენის ერთი შემთხვევის გამო, კონკრეტულ დასკვნებზე საუბარი ნაადრევია.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ხელახალ დაინფიცირების შესაძლო შემთხვევებს მედიკოსები გასულ თვეებშიც იკვლევდნენ, თუმცა მათი ეჭვები არ დადასტურდა.
ცნობისთვის, ჰონგ კონკში კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 700-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, 77 ადამიანი კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება მსოფლიოს, ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.