ისრაელი პაუზის გამოცხადებამდე ღაზის სექტორში ოპერაციას აგრძელებს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ აგრძელებენ ოპერაციას ღაზის სექტორში ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან. ეს ხდება ოთხდღიანი პაუზის დაწყების წინ.

პაუზის დაწყების დრო გამოცხადდება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ცხრა ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში მდებარე ნუსეირათის ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

ის დასძენს, რომ 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

IDF-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი კონკრეტულ თავდასხმებზე. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი