11 წლის ავთანდილი - მოძალადე მამისა და გულგრილი სისტემის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

მოძალადე მამისა და გულგრილი სისტემის მსხვერპლი. სამოქალაქო საზოგადოება 11 წლის ავთანდილის ტრაგიკულ ისტორიაში ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმის სრულ კრახზე საუბრობს.

პოლიციისადმი არაერთი მიმართვის და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ბავშვზე პერიოდული და სასტიკი ძალადობის შესახებ ნათესავებისა და მეზობლებისთვისაც იყო ცნობილი, პრაქტიკულად ვერავინ გადადგა ეფექტური ნაბიჯი მოზარდის მოძალადე მშობლისგან განსარიდებლად. სამართალდამცავი სისტემის დუმილის და უმოქმედობის ფონზე ბოლო წლების განმავლობაშ ბავშვი ალკოჰოლ-მიდრეკილი მამის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რაც საბოლოოდ მისი სიკვდილით დასრულდა. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძე ამბობს, რომ თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის გარდაცვალების "ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც არ დაეხმარა პატარას, შველას რომ ითხოვდა". ამ თემაზე სოფო კილაძემ სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. მოგვიანებით, კილაძემ განმარტა, რომ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და შესაბამის სტრუქტურებსაც აკისრებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, სოფო კილაძის სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხდება სტანდარტებს საერთოდ არ შეესაბამება. მისი თქმით, "ქართული ოცნება" მთელ პასუხისმგებლობას ოჯახს "აბრალებს".

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ამბობს, რომ პასუხისმგბელობა სახელწმიფოსთან ერთად საზოგადოებასაც ეკისრება, რომელიც დანაშაულს ხედავს და შესბამის ორგანოებს არ ატყობინებს.

მომხდარის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც. 

შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი