"ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებთან ქულების ჩაწერას ცდილობს - ოპოზიცია თალაკვაძის ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კანონმდებლობაში "ქართული ოცნების" ახალი ცვლილებები ოპოზიციამ შეაფასა. ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან ქულების ჩაწერის კიდევ ერთი მცდელობაა.

დამოუკიდებელი დეპუტატი და "ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ ხელისუფლება დროსა და სივრცეშია არეული. ბესელიამ საკუთარი მოთხოვნაც დააფიქსირა და "ოცნებას" მიმართა, რომ მათ ინიციატივას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ პარალელურად მის პროექტსაც განიხილავენ, რომელიც ამომრჩევლის ხმების დაცვას ეხება.

თუ ამ ინიციატივას სექტემბერში პარლამენტი კენჭს უყრის, მაშინ ჩემი მოთხოვნაა, რომ ხმების დაცვის მექანიზმის პროექტი, რომელიც მე წარვადგინე, განიხილონ ამ პაკეტთან ერთად, - თქვა ეკა ბესელიამ.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ხათუნა სამნიძის შეფასებით კი "ოცნების" შემოთავაზებული მექანიზმი არ უზრუნველყოფს, რომ ფარულობა არ დაირღვევა.

შემოთავაზებული მექანიზმი არ უზრუნველყოფს იმას, იმას რომ ფარულობა არ იქნება დარღვეული. ჩვენ ბევრი სახელმწიფო მოხელე და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ვიცით, რომელიც ღიად ამბობს ვის მისცეს ხმა. მთავარი ამ პროცესში არის პოლიტიკური ნება, ამაში ვერ დაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება ქართულმა ოცნებამ, - თქვა სამნიძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობის ცვლილების ინიციატივაში აღნიშნული ქმედებები ისედაც დასჯადი იყო და თუ კანონი იმოქმედებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ უნდა იმოქმედოს.

ეს კანონი რეალურად თუ იმოქმედებს, იმოქმედებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ მაგრამ შერჩევითი სამართლის პერიოდში ჩვენ ვიცით , რომ პრაქტიკულად დასჯით არავინ არ დაისჯებ, - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება,
გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადითამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ამბობს, რომ ანალოგიური ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსში. მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილებები უკვე გამზადებულია და დღეს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი