უკრაინის ევროკავშირის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. უნგრეთის პრემიერმინისტრის მუქარის შემდეგ, სახიფათო განაცხადს აკეთებს ქვეყნის მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიამ უკვე წარადგინა პარლამენტში რეზოლუციის პროექტი, რომლითაც მიმართავს მთავრობას და უკრაინის საკითხის დაბლოკვას ითხოვს. უნგრეთის ხისტი პოზიცია ომში მყოფ ქვეყანასთან ერთად დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოსა და მოლდოვის ევროპერსპეტივას და შესაძლოა ამ საკითხის გაურკვეველი ვადით გადადება გამოიწვიოს.