დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატების წინ ნარკოტესტის ჩატარებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატების წინ ნარკოტესტის ჩატარებას მოითხოვს. თეთრი სახლის ლიდერმა Washington Examiner-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი საჯარო დებატების წინ, რომელიც 29 სექტემბერსაა ჩანიშნული, ნარკოლოგიურ შემოწმებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი 15 მარტს გამართულ დებატებში სენატორ ბერნი სანდერსს დაუპირისპირდა. ტრამპის მტკიცებით, შესაძლოა, ბაიდენი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო.

აქამდე დებატებში ის ძალიან ცუდად გამოდიოდა. საუკეთესო შედეგი მან ბერნისთან დაპირისპირებისას აჩვენა... მე ის არაერთხელ მინახავს სხვადასხვა დებატებში. როგორც წესი, საკმაოდ არაკომპეტენტურად წარმოაჩენს თავს. მოულოდნელად, ბერნისთან საუბრისას, კი ნორმალურად გამოვიდა, რაც, შესაძლოა, ნარკოტიკების დამსახურებაა. არ ვიცი ეს სიმართლეა თუ არა, მაგრამ ორივე კანდიდატისთვის, ჩემთვისაც, დებატებამდე ნარკოტესტის ჩატარებას მოვითხოვ, - განმარტა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდეც ანალოგიური მოთხოვნა წამოაყენა, როდესაც მისი კონკურენტი ჰილარი კლინტონი იყო. 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები კი 3 ნოემბერს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი