გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. 

სამშაბათს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე 153 ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას, 10 წინააღმდეგი იყო და 23-მა თავი შეიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის კენჭისყრა პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ის არასავალდებულოა, განსხვავებით უშიშროების საბჭოს რეზოლუციისგან. გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას უშიშროების საბჭოში, რომელიც დამტკიცებული იყო ძლიერი 15-კაციანი ორგანოს უმრავლესობით.

სამშაბათის მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ამბობს, რომ ყველა მხარემ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი, ასევე ითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. 

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი მესამე თვეა მიმდინარეობს. ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ 18 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ორშაბათს ანკლავის "ჰამასის" მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ.

ისრაელმა განაცხადა, რომ არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას მანამ, სანამ არ გაანადგურებს "ჰამასს". 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელში 1 200 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 240 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. მათი ნაწილი რამდენიმედღიანი ზავის დროს გათავისუფლდა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით. ვარაუდობენ, რომ ღაზაში 100-ზე მეტი მძევალი რჩება ტყვეობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი