ოპიზიციის ლიდერები "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში იკრიბებიან. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც იმსჯელებენ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება იქნება.

გუშინ პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატი დაასახელა - ისანში მანდატის მოსაპოვებლად ხატია დეკანოიძე იბრძოლებს, ეს გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ამ ოლქში საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ, წარდგენის შემდეგ ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვა და საარჩევნო კამპანია დამოუკიდებლად გააგრძელა და საბურთალოში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანი წარადგინა.

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ისნის ოლქში კანდიდატის წარდგენას, შეფასებებიც უკვე ოპოზიციის მხრიდან მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, ნაწილი უფრო რადიკალურია, ნაწილი კი ამბობს, რომ პარტიის სუვერენული გადაწყვეტილებაა და ამაში ვერავინ ჩაერევა. 

რაც შეეხება თავად "ნაციონალურ მოძრაობას", ისინი ამ გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ გიორგი ვაშაძემ თავის დროზე შეთანხმება თვითონ დაარღვია, გაერთიანებული ოპოზიციიდან გავიდა. პარტიის თქმით, ახლა მთავარია ბიძინა ივანიშვილის გუნდი იყოს დამარცხებული.

ისანის მაჟორიტარობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის თქმით, ის იბრძოლებს, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმი დამარცხდეს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპასუხოდ დღეს, გიორგი ვაშაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა. ვაშაძე ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმება დაარღვია. მისივე თქმით, ისანში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს. 

 "ევროპული საქართველოში" ამბობენ, რომ "ნაციონალურმა" მოძრაობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

დღეს, "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში შეკრებილთა ნაწილის პოზიციაც განსხვავებულია. გიორგი გუგავა ამბობს, რომ ის შეთანხმება, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში არის მიღწეული, იმ შეთანხმების ერთგული რჩებიან. პაატა დავითაია კი ამბობს, რომ ყველა პარტია გადაწყვეტილებას თვითონ იღებს, თუ ვის, სად დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატად. მისივე თქმით, ასეთი მწვავე განცხადებები ჯერჯერობით არ უნდა კეთდებოდეს. 

შეგახსენებთ, რომ ისანში ერთმანეთის კონკურენტი  5 კანდიდატი იქნება, ჯერჯერობით ვითარება ასეთია. 

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ხატია დეკანოიძე;
  • "პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნადან" - დავით ჭიჭინაძე;
  • გაერთიანებული ოპოზიცია - გიორგი ვაშაძე;
  • "ქართული ოცნება" - კახი კახიშვილი;
  • "ლელო" - ლანა გალდავა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი