"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისანში ხატია დეკანოიძის მაჟორიტარობის კანდიდატად დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, "ენმ-მ" შეთანხმება დაარღვია. იგი დარწმუნებულია, რომ ისნის ოლქში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება და ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ, - აღნიშნა ვაშაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი "ენმ-ს" მიერ ისანში კანდიდატის დაყენებას თავდაპირველად Facebook-ზე გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი გუშინ, 26 აგვისტოს წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.
მანამდე კი ჯერ კიდევ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ვაშაძე ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში 20 აგვისტოს დაადანაშაულა. მაშინ პარტიაში ამბობდნენ, რომ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის დასახელება, "ლეიბორისტული პარტიის" ფორმატში შეთანხმებული არ ყოფილა.
გარდა ზემოთხსენებული კანდიდატებისა, ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან: