ყველაზე დიდი მიღება პრეზიდენტის რეზიდენციაში. ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე საპატიო სტუმრები შეიკრიბნენ. სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია ყველა - ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი უმაღლესი პირები, პოლიტიკოსები და ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ელჩები.
თუმცა "ქართული ოცნება" სახელმწიფოს მეთაურთან მიღებაზე არ მივიდა. სახელისუფლებო კლანი ევროგაერთიანების მხარდამჭერ შეკრებას და მის ინიციატორს პროტესტს უცხადებს, რითიც ღიად აღრმავებს პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკურ ველზე.
იხილეთ ასევე: