საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში | ორი დღე ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე

გამოქვეყნდა:

ევროპული პოლიტიკური ინტრიგა პიკს აღწევს. დაპირისპირება ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის საბოლოო ფაზაშია და უახლოეს ორ დღეში გაირკვევა, გაიმარჯვებს თუ არა კრემლი. სწორედ ასე აფასებს ვითარებას ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელმაც ვიქტორ ორბანის მცდელობას, შეაფერხოს უკრაინის გაწევრიანება, პუტინის გადაწყვეტილება უწოდა. თავად ევროპელი პოლიტიკოსები კომპრომისის შესახებ საუბარს არ წყვეტენ. ევროკავშირის ლიდერების გარდა პოლიტიკურ კონსულტაციებში ცალკეული ქვეყნების მთაურებიც არიან ჩართული. 15 დეკემბერს გაირკვევა, გამეორდება თუ არა ევროპაში NATO-ს ბუქარესტის სამიტის მსგავსი მოვლენები, როდესაც რუსეთმა ირიბად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელით დაბლოკა ალიანსის გაფართოება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი