
"ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს,ისანიში მისი მთავარი კონკურებნტი კონკურენტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენელია.
ჩემი ერთადერთი მიზანი რისთვისაც მე გადავდებ თავს, რისთვისაც მე ვიბრძოლებ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებებისთვის, კეთილდღეობისთვის უსაფრთხოებისთვის, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება და დამარცხება "ქართული ოცნების" კანდიდატის. მე არ განვიხილავ ოპოზიციას, როგორც კონკურენტებს, მე მთავარ კონკურენტად განვიხილავ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, მის წარმომადგენელებს, მის ესტაბლიშმენტს, რომელებმაც ნამდვილად 8 წლის განმავლობაში საქართველო ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში - ამბობს ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიის ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილისა და მისი კანდიდატის დამარცხებაა.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება განპირობებული იყო, ნამდვილად მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ბიძინა ივანიშივილის კანდიდატის დამარცხება ისანში. ვინაიდან მას შემდეგ, როდესაც, სამწუხაროდ, გიორგი ვაშაძემ დატოვა ჩვენი გაერთიანება, გაერთიანებული ოპოზიცია, მაშინ საერთოდ სხვა ვითარება შეიქმნა ისნის სამაჟორიტარო ოლქში. ამიტომ მე დღეს ვასრულებ კინკლაობაზე საუბარს ოპოზიციაში - ამბობს ხატია დეკანოიძე
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 აგვისტოს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურაზე ხატია დეკანოიძე წარადგინა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.
გარდა ზემოთ ხსენებული კანდიდატებისა, ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან: