დაძაბული დებატები ბრიუსელში | 1 დღე ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე

გამოქვეყნდა:

კრემლი მთავარი წინააღმდეგობაა - ევროკავშირში ფაქტობრივად ყველა თანხმდება, რომ უკრაინის სტატუსთან დაკავშირებული კრიზისი სწორედ მოსკოვიდან, პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ იმართება. სწორედ პუტინის დამარცხებისკენ მოუწოდებდა დღეს ვოლოდიმერ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს, რომლებმაც სულ რამდენიმე საათში უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის და მასთან ერთად საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

საქართველოს სტატუსის საკითხი ამ მოლაპარაკებებში პრობლემას არ ქმნის. ვიქტორ ორბანიც კი ადასტურებს, რომ ქვეყანას ეკუთვნის ეს სტატუსი, თუმცა 9 დათქმის შესრულება აუცილებელი პრობლემაა. ბრიუსელში ყველა დარწმუნებულია, რომ ქართველმა ხალხმა კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა, თუმცა როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, სწორედ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გამო, ზუსტად არავინ იცის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი