"ვულოცავ ქართველ ხალხს... ეს ნიშნავს იმედს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა წერს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება.
"ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი და თქვენი ევროპული მისწრაფებები და დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს იმედს" - წერს მეცოლა.