ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის "ნოვიკომბანკს"

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთმა დღეს სანქციები დაუწესა რუსეთის "ნოვიკომბანკს". Frank Media წერს, რომ ის არის რუსული ინდუსტრიისა და როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის ხერხემალი ბანკი. "ნოვიკომბანკი" დასანქცირებული ჰყავს აშშ-სა და ავსტრალიას. 

გაერთიანებული სამეფოს სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას და საბანკო კავშირებსა და ფინანსურ გადარიცხვებზე აკრძალვას.

გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა შემოიღო აკრძალვა საკორესპონდენტო ურთიერთობებისა და გადახდების შესახებ - ვითიბისთან, ალფა ბანკთან, გაზპრომბანკთან, როსელხოზბანკთან, ოტკრიტიე ბანკთან და ბევრ სხვა მსხვილ რუსულ ბანკთან.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჯამში 22,7 მილიარდი ფუნტის (28,9 მილიარდი დოლარი) ღირებულების რუსული აქტივები გააყინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი