აშშ-ის სენატმა არდადეგები გადადო და ახალ წლამდე დახმარების ახალ პაკეტს უყრის კენჭს | EU-ს გადაწყვეტილება და შეცვლილი მსოფლიო პოლიტიკა

გამოქვეყნდა:

ბრიუსელის გადაწყვეტილება გლობალურ პოლიტიკასაც ცვლის. უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთების პარალელურად, ევროკავშირშიც და შეერთებულ შტატებშიც განწყობები იცვლება და რუსეთის მოწინააღმდეგე ბანაკები მეტ კონსოლიდაციას ახერხებენ. ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ ომში ჩრთული ქვეყნისთვის უნგრეთის მიერ დაბლოკილი 50 მილიარდის გამოსაყოფად იანვრის პირველივე რიცხვებში სამიტს მოიწვევენ და მიიღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს დაფინანსების გასაგრძელებლად.

რადიკალურ ქმედებებზე გადადიან პოლიტიკოსები ვაშინგტონშიც - სენატმა საშობაო არდადეგები გადადო იმ მიზნით, რომ კენჭი უყაროს საფინანსო დახმარების ახალ პაკეტს და ახალ წლამდე დაამტკიცოს ბიუჯეტი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი