ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ. ომში მყოფი ქვეყანა უმძიმესი ვითარების მიუხედავად, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს და ნაბიჯებსაც დგამს. უკვე მომდევნო კვირიდან ხელისუფლების ყველა შტო აქტიურ მოქმედებებზე გადადის და იწყებს მუშაობას ევროკავშრის სტანდარტებთან ქვეყნის კიდევ უფრო დასაახლოებლად. მთავარი გამოწვევა შვიდი რეკომენდაციის შესრულებაა, რომელიც უმთავრესად ქვეყნის რეფორმირებას გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. უკრაინა საქართველოსაც მოუწოდებს დააჩქაროს რეფორმები მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად.