
"ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული.
ხატია დეკანოიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ ივანიშვილის სურვილი იყო "ნაციონალური მოძრაობა" განადგურებულიყო და მიხელ სააკაშვილს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონოდა. მისივე თქმით, ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვის აქვს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება: "მგონია, რომ სააკაშვილი აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან, საქართველოდან არ წასულა. იგი არის დევნილი ადამიანი".
თეა ადეიშვილის კითხვაზე, იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, დეკანოიძე ამბობს, რომ 8 წელია ენმ ოპოზიციაშია და მხარდამჭერების არმია ჰყავს. "ლოგიკურია, პარტიას ჰყავდეს საკუთარი პრემიერობის კანდიდატი, თუნდაც მიხეილ სააკაშვილი". მისივე თქმით, ასევე ლოგიკურია იქნება მათი გამარჯვების შემთხვევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერმინისტრად დასახელდეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს განვითარებისთვის 2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გადამწყვეტია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 აგვისტოს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურაზე ხატია დეკანოიძე წარადგინა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც, მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.
გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ კი გამოაცხადა, რომ პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.
ცნობისთვის, ჯერჯერობით, ისანში ერთმანეთის კონკურენტი 5 კანდიდატია ცნობილი: