პუტინი არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს | რუსული მედია

გამოქვეყნდა:

პარტია "სამართლიანი რუსეთის" ლიდერი, სერგეი მირონოვი რუსულ პროპაგანდისტულ მედიას ეუბნება, რომ რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი პუტინი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს.

მირონოვმა თქვა, რომ პუტინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს არც როგორც "ერთიანი რუსეთის" და არც როგორც "სამართლიანი რუსეთის" კანდიდატი, არამედ შეგროვდება ხელმოწერები მისი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად.

ის ასევე ამბობს, რომ "სამართლიანი რუსეთის და "სახალხო ფრონტი" მონაწილეობას მიიღებენ ხელმოწერების შეგროვებაში. 

"ერთიანი რუსეთის" გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პარტია ასევე მიიღებს მონაწილეობას ხელმოწერების შეგროვებაში. ყრილობა ხვალ, 17 დეკემბერს არის დაგეგმილი, რომელიც ტურჩაკის თქმით, პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატურას ერთხმად დაუჭერს მხარს.

პუტინმა გასულ კვირას დაადასტურა, რომ ისევ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მანამდე მან ოთხჯერ იყარა კენჭი - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი