მთავრობა უსამართლოდ იქცევა, არ შეიძლება ასე ადამიანის სიცოცხლით ითამაშო | გერმანიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

გამოქვეყნდა:

თბილისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ნენსი ფეზერი ქართველ კოლეგას, ვახტანგ გომელაურს, შეხვდება. ვიზიტის მიზანი მიგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაა.

ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება - ვინც გერმანიაში არალეგალურად იმყოფება, უკან, სამშობლოში გამოუშვებენ. მეორე მხრივ, გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავშესაფარს უფრო სწრაფად მიიღებენ. 

"მთავარი არხი" ამ თემაზე გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ესაუბრა:

"ჩვენი მთავრობა ძალიან უსამართლოდ იქცევა. ვისაც საქართველოში გადარჩენის შანსი არ გვაქვს, განწირულები ვართ, როგორღაც თავს ვუშველეთ და გამოვიქეცით, არ შეიძლება ასე ადამიანის სიცოცხლით ითამაშო. უნდა განიხილონ ეს საქმეები ინდივიდუალურად და ვისაც მართლა სჭირდება თავშესაფარი და 100%-იანი იციან, რომ საქართველოში ამ ხალხის გადარჩენის შანსი არ არსებობს, უკან ნუ ითხოვენ, უკან დაბრუნების იმას, ნუ, გვიქმნიან. თორე ეს ხალხი, სულ ყველა, მაგათ სინდისზე იქნება. იმიტომ, რომ მე, ფაქტობრივად, და ჩემი სამეგობრო, აქ ვინც ვართ, არცერთი არა ვართ ეკონომიკური მდგომარეობის გამო მარტო. რომ რაღაცა გავიუმჯობესოთ და ევროპაში ცხოვრება გვინდა, ეს არის გამორიცხული. ჩვენ ვიბრძვით უბრალოდ, რომ გადავრჩეთ და თავი დაგვანებონ.

ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი დაადეპორტეს. ისეთებიც კი, ვისაც აღარ ეგონა, რომ გამოუშვებდნენ და უკვე აქ ჩახსნილნი იყვნენ სოციალურზე, მუშაობდნენ, უკვე ბავშვები სკოლაში ადაპტირებულები იყვნენ. ინტეგრირებულნი იყვნენ საზოგადოებაში. ხშირად ორივე, ცოლ-ქმარი რომ მუშაობდა, ასეთი ხალხიც კი დაადეპორტეს. დაადეპორტეს მამა-შვილი, რომელიც...ბავშვს ჰქონდა ლეიკემია, საავადმყოფოში იწვა და აპარატიდან ჩახსნეს და ისე წაიყვანეს პირდაპირ აეროპორტში. განწირული ვარ, აბა, რა ვარ. 290 ლარი სჭირდება ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოკვლევამდე, აი, ყველაფერი, რომ ჩაიტარო. ეს არ ფინანსდება. ჩემ შემთხვევაში, რადგან საქართველოს ჯანდაცვაში არ გამომიყენებია არაფერი, რომ ჩამოვალ ერთი 3-4-ჯერ დამიფინანსებენ, მაგრამ ეს ხომ წლები გრძელდება. მე საიდან უნდა მოვიტანო ეს თანხა," - ამბობს ემიგრანტი, ეკა ვაჩაძე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი