გამარჯვება მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ | ოთხოზორიას ოჯახმა სტრასბურგში საქმე მოიგო

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლო კვლავ რუსეთს ადანაშაულებს. გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და კრემლს მოპასუხე მხარედ აცხადებს. ევრო-მოსამართლეების არგუმენტი მარტივია - ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ აფხაზეთში სწორედ რუსეთი ახორციელებს და სწორედ მას უნდა დაესაჯა მკვლელი კანჯი ოღლი - რაც არ მომხდარა. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ლაპარაკია კომპენსაციაზეც - მოსკოვმა მოკლულის ოჯახს 130 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. მაგრამ ოთხოზორიებისთვის ეს პირველ რიგში პრინციპული გამარჯვებაა, რომელსაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მიაღწიეს. მათ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტები იცავდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი