კორონავირუსის ვაქციანს წლის ბოლომდე, ან უფრო ადრე ვაწარმოებთ - ტრამპი

გამოქვეყნდა:

მაერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა კორონავირუსის ვაქცინის შემქნას წლის ბოლომდე, ან უფრო ადრე შეძლებს. ამ თემაზე პრეზიდენტმა თეთრი სახლის წინ წინასაარჩევნოდ, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

ჩვენ ვუზრუვნელვყოფთ სიცოცხლის გადამრჩენ მკურნალობას და შევქმნით ვაქციანს წლის ბოლომდე, ან იქნებ უფრო ადრეც. ჩვენ დავამარტხებთ ვირუსს, დავასრულებთ პანდემიას და ვიქნებით უფრო ძლიერნი, ვიდრე ოდესმე, - თქვა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკა მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანად ითვლება. ის პირველია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით. ბოლო მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსი 5 867 785 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გარდაცვლილია 180 844, ხოლო გამოჯანმრთელებულია 2 101 326 ადამიანი. 

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი