"ოცნება" ხარაგაულში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს -გიორგი კაპანაძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი კაპანაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, პაატა კვიჟინაძეს, ასევე მოქმედ მაჟორიტარსა და მერობის კანდიდატს, კობა ლურსმანაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

გიორგი კაპანაძის თქმით, "ოცნებამ"  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  სოფელ ბაზალეთში გზის დაგება წინასაარჩევნოდ მუნიციპალური ბიუჯეტიდან გადაწყვიტა, რაც საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა.

ამორალობის გარდა არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კონკრეტული მაგალითი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესების საფუძველი უნდა გახდეს,- ამბობს გიორგი კაპანაძე

ხარაგაულის საკრებულოს მაღალჩინოსანმა სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის ოცნებიდან წარდგენილ კანდიდატებს მადლობა საგანგებოდ გადაუხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი