იაპონიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

იაპონიის პრეიმერმინისტრმა შინზო აბემ პოსტიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. აღნიშნულის მიზეზად მან ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა დაასახელა. 

მე არ მინდა ვიყო პრემიერმინისტრი, თუ არ შემეძლება, ხალხისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღო. მსურს, გადავდგე პოსტიდან - თქვა 65 წლის აბემ დღეს გამართულ კონფერენციაზე. 

მედიის ინფორმაციით, შინზო აბე წლებია ნაწლავის დაავადება კოლიტს ებრძვის. გასული კვირის განმავლობაში ის 2-ჯერ ესტუმრა საავადმყოფოს და სწორედ ამ დროს დაიბადა კითხვა, გაჩერდებოდა თუ არა პრემიერმინისტრი პოსტზე 2021 წლის სექტემბრამდე, ანუ ვადის გასვლამდე. 

იაპონელები მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისგან კანდიდატურებს ელიან. ახალი ლიდერი პოსტს აბეს პრემიერმინისტრობის ვადამდე - 2021 წლის სექტემბრამდე დაიკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი