სახალხო პროტესტი თუ სასამართლო რეფორმა - რა დააანონსა საქართველოს პრეზიდენტმა? სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი სიტყვით გამოსვლა ზუგდიდში, პოლიტიკურ სპექტრში კამათის საგანი ხდება. ქვეყნის მეთაურმა ღიად ისაუბრა პრობლემაზე, რომელმაც, მისი აზრით, შესაძლოა მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანოს. თავის გამოსვლაში ზურაბიშვილი ქვეყანაში დამკვიდრებულ უსამართლობას გულისხმობდა და სასამართლო სისტემის რეფორმაც ახსენა, თუმცა გაუგებარია, რას მოელის ქვეყნის მეთაური - სახალხო მღელვარებას, თუ რეფორმის ახალ ტალღას?