
რუსეთმა ნორვეგიელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ განცხადება ნორვეგიის საგარაო სამინისტრომ გააკეთა.
ჩვენმა საელჩომ მოსკოვიდან შეგვატყობინა, რომ რუსეთის საგარეო მინისტრის გადაწყვეტილებით, ნორვეგიის დიპლომატი ქვეყანას ტოვებს. გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოა, ჩვენს დიპლომატს არანაირი წესი არ დაურღვევია - ნათქვამია მეილში, რომელიც Reuters-ს ოსლოდან გაუგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნორვეგიამ თავად გააძევა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან, მათ მიერ წაყენებული ბრალდებაც ჯაშუშობა იყო. სწორედ ამიტომ, ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის მიერ ნორვეგიელი ელჩის გაძევება აღნიშულმა ფაქტმა განაპირობა.