
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექსკურსიებზე სიარულს განაგრძობს. ამჯერად ის ძალისის ნაქალაქარს ესტუმრა. შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა ზურაბიშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
ძალისას ნაქალაქარი - ანტიკური ხანის ნაქალაქარი მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ნაპირზე; სოფელი ძალისი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი დღეს, ასევე, იმყოფებოდა წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით დაიწყო.
17 ივნისს მან ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე მოინახულა. ქაჯეთის ციხისა და ქსნის ერისთავების ციხესიმაგრის მონახულების შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტმა ლეჩხუმის სოფლები დაათვალიერა. ზურაბიშვილი, ასევე იმყოფებოდა ჯავახეთსა და სარკინეთში. გუშინ, 21 აგვისტოს პრეზიდენტი კახეთში სიღნაღსა და სოფელ ქედელს ეწვია.