საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირები "ოცნების" კამპანიაში არიან ჩართულები - მამა ანდრია

გამოქვეყნდა:

მამა ანდრია სარიას თქმით  საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირების "ქართული ოცნების" პაირ კამპანიაში ჩრთულობა დღესაც გრძელდება. ამ თემაზე მან "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირები ყველა აფსოლუტურად "ქართული ოცნების" პიარ კამპანიასა და პიარ ტექნოლოგიებში იყო ჩართული. გარწმუნებთ ეს დღესაც ფარულად გძელდება. ამას მე ვგმობ და ვფიქრობ, რომ სასულიერო პირები არ უნდა იყვენენ პოლიტიკაში ჩარეული. მე როცა ამას ღიად ვამბობ აქეთ მაბრალებენ, რომ თვითონ არის პოლიტიკურ კამპანიაში  ჩართულიო, - თქვა მამა ანდრია სარიამ.

ამ თემაზე კომენტარი გაააკეთეს ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა და მამა შალვა კეკელიამ. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.

რაც შეეხება მამა შალვას, მღვდელმა აღნიშნა, რომ ეკლესიის მხრიდან პირდაპირ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა. მისი თქმით, ეკლესია პარტიას და ადამიანს არ გამოყოფს და მრევლის ნაწილი ყველა შეიძლება იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი