პატრიოტთა ალიანსმა აჭარის რეგიონი ბანერზე ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა

გამოქვეყნდა:

პარტია "პატრიოტა ალიანსმა" საარჩევნო ბანერზე აჭარის რეგიონი ოკპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო. შესაბამისი ფოტო დღეს, 29 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზეა განთავსებულ ბანერზე წერია მოწოდება "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!"

ამ ფაქტს გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ დაწერა, რომ პარტია, როგორც საარჩევნო სუბიექტი უნდა გაუქმდეს და არჩევნებიდან მოიხსნას.

გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა (არ დავაშეარებ შეგნებულად), სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას, - წერს ხატია დეკანოიძე.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში, ირაკლი კუპრაძემ დაწერა, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებაა.

ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში. ეს ბანერი სარფისკენ მიმავალ გზაზეა და სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ, დღესვე! ასეთ მესიჯებს აჭარა არ პატიობს! - წერს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ  რუსულმა ანალიტიკურმა პორტალმა "დოსიემ" გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან ფინანსდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" თავდასხმა ოპონენტი პოლიტიკოსების დაკვეთაა.

ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი