ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ნაწამები პატიმარი, რომელიც ოკუპანტემა ცემით მოკლეს. 28 წლის ინალ ჯაბიევი, საოკუციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასმის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკვეს. სოციალურ ქსელში ცხედრის ფოტოების გავრცელების შემდეგ, ოკუპრებულ ცხინვალში საპორტესტო აქციები დიაწყო. ინალ ჯაბიევის მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხდება დე ფაქტო ცხინვალის ციხეში და რა საფრთხის წინაშე დგანან ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველები.
ოკუპირებული ცხინვალში განვითარებული მოვლენების შემდეგ მძიმე სიტუაციაა იმ ადამიანების ოჯახებში, ვინც ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. ამ ოჯახების ნაწილს, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაცი, რომ უკანონო ტყვეები საპატიმროში თავს კარგად გრძნობენ, აღარ სჯერათ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქმედითი ნაბიჯები
დაუყოვნებლივ გადადგან: ხვიჩა მღებრიშვილის, ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილი, დაჭრილ ზაზა გახელაძე. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.
ცნობისთვის, მედიაში გუშინ, 28 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, ცემაში შემოაკვდათ. ამ ინფორმაციის დამადასტურებელ ფოტოებს, დე ფაქტო რეგიონში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. ჯიბაევი გასულ კვირას დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა და გამოძიების დასრულებამდე, ე.წ. შს მინისტრი გაათავისუფლა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის დათხოვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია Эха Кавказа გაავრცელა.