
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევევებმა 25 მილიონს გადააჭარბა. ინფიცირებათა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსის 6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 186 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს 3 მილიონ 800 ათასზე მეტი ინფიცირებულითა და 120 ათასზე მეტი დაღუპულით. ინდოეთი კი მესამე ადგილზეა, ვირუსის 3 მილიონ 500 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევითა და 63 ათასზე მეტი გარდაცვლილით.
Reuters-ის ცნობით, ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა რეალურ სურათს არ ასახავს და მსოფლიოში ინფიცირების გაცილებით მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოში კი ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 25 ადამიანი.