ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნებული ვარშალომიძის ფოტოს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა.

ვარშალომიძეს სარფის საბაჟოსთან თანაგუნდელები და მხარდამჭერები ელოდებოდნენ, რომლებიც მის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავენ.

ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 21 მაისს იგი უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი