ხელისუფლება არ იძიებს "პატრიოტთა ალიანსის" კავშირებს კრემლთან და სავარუდოდ მოსკოვიდან მიღებულ ფინანსებს, თვალს ხუჭავს ამ კონკრეტული პარტიის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებსა და ქმედებებზე და მეტიც - "პატრიოტების" სახელით ცნობილ პრორუსულ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის ხელს აფარებს, როცა კი ამისი საჭირეობას ხედავს. ეს კი ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ღიად პრორუსული და სავარუდოდ კრემლიდან მართული ძალა რეალურად "ქართული ოცნების" დანამატია და მათი რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გაგრძელებაა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "პატრიოტების" ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია და რუსეთს არ მიიჩნევენ და არც კი მოიხსენიებენ ოკუპანტად. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები "პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნასაც ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერზე აჭარის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო. შესაბამისი ფოტო დღეს, 29 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
საღამოს, "ლელო საქართველოსთვის" წევრმა და ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი ირაკლი კუპრაძემ ეს ბანერი ჩამოხია.
ცნობისთვის, ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.