"ლელო საქართველოსთვის" წევრმა და ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი ირაკლი კუპრაძემ აჭარაში "პატრიოტთა ალიანსის" ბანერი ჩამოხია.
ეს არის ბანერი, რომელიც არასდროს და აღარასდროს აჭარაში არ იქნება გამოფენილი.... მორჩა "პატრიოტთა ალინასის" მოღალატეობრივი პოლიტიკა, აი ამ ადგილას, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, "პატრიოტა ალიანსმა" საარჩევნო ბანერზე აჭარის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ანალიტიკურმა პორტალმა "დოსიემ" გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან ფინანსდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" თავდასხმა ოპონენტი პოლიტიკოსების დაკვეთაა.
ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.