ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპაციის წინააღმდეგ - ბრძოლა სტრასბურგში გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

სიმართლისთვის ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უახლოეს 2 კვირაში შევა.

იმის მიუხედავად, რომ ცნობილმა ექიმმა ცხინვალის საპატიმროში მისი ცხოვრების 49 დღე სრულიად უკანონოდ დაკარგა, საქართველოს ხელისუფლებას მაინც რამდენიმე თვე დასჭირდა იმისი აღიარებისთვის, რომ გაფრინდაშვილი დაზარალებულია. 

ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებს ცენტრი "ემპათია" დაიცავს.  ყოფილ პატიმარს  იმედი აქვს, რომ მისი მაგალითი გადამდები იქნება სხვებისთვისაც, ვისი უფლებებსაც რუსი ოკუპანტები ყოველდღე ფეხქვეშ თელავენ. 

რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემას და კრემლისთვის კომპენსაციის დაკისრებას ისიც ართულებს, რომ  ოკუპაციის ხაზიდან გატაცებულ მოქალაქეებს დაზარალებულს სტატუსს  სახელმწიფო არ აძლევს. ეს კი მოქალაქეებს ინდივიდულური სარჩელის მომზადების შესაძლებლობასაც არ უტოვებს. 

დაზარალებულის სტატუსი გაფრინდაშვილს უკვე აქვს, თუმცა რუსეთის სისხლიანი რეჟიმის პირისპირ ამ ეტაპზე სრულიად მარტოა. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი თვლის, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რომელიც სათანადო დასაბუთების შემთხვევაში შესაძლოა გამარჯვებით დასრულდეს, რაც ცხადია ოკუპანტ ქვეყანას ფინანსურ კომპენსაციასთან ერთად, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც დააკისრებს. 

ბურჯალიანისთვის გაუგებარია, რატომ არ იღებს სახელმწიფო ინიციატივას თავის თავზე და რატომ ტოვებს საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის პირისპირ მარტო.

ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ისინი გატაცებული მოქალაქეების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ. თუმცა ოპოზიციაში ქართულ ოცნებას ყველა იმ დათმობას ახსენებენ, რომლის შემდეგაც რუსეთი კიდევ უფრო თავხედურ პროვოკაციაზე მიდის. 

საქართველოს ოკუპაცია, მოქალაქეების გატაცება და ქონების ხელყოფა ისევ ყოველდღიურად გრძელდება. საკუთარი შელახული უფლებების აღდგენა კი მოქალაქეებს საკუთარი ძალისხმევით უწევთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი