
გავრცელებულ ინფორმაციას რომ მამუკა მდინარაძის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა თავად სპიკერი "მთავართან" არ ადასტურებს. მეტიც, მდინარაძე ხუმრობის ხასიათზეა და გვეუბნება რომ მისი თანამშრომელი ნიკა გვარამიას დაცვის წევრებთან მეგობრობს და ამიტომ ყველამ უნდა ვიფრთხილოთ. სერიოზულად კი ოცნების ლიდერი გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს:
“ტყუილია ეს ყველაფერი, თქვენ იგონებთ, როგორ უნდა დავადასტურო. ჩემი მძღოლი 4 დღეა საერთოდ არ ყოფილა ოფისში, თქვენთვის რომ იცოდეთ და მაინც გაიტესტა და ხვალ იქნება პასუხი შუადღისკენ. ტყუილია ეგ ამბავი. დღეს გაიტესტა და ხვალ იქნება. ”
“მთავარი” ხვალ, ტესტის პასუხების მიხედვით კიდევ ერთხელ გადაამოწმებს გავრცელებულ ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ “ოცნებაში” კორონავირუსი უკვე 5 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაციაშია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.