დემოკრატია, სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებები, მედიის დამოუკიდებლობა და საბაზრო ეკონომიკა - ყველა ამ მიმართულებით "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველოში ვითარება გაუარესებულია. ეს არის ამონარიდი 204-გვერდიანი დოკუმენტიდან, რომელშიც შეფასებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საქმიანობა და პროგრესი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე დაყრდნობით აქვეყნებს საერთაშორისო გამოცემა Politico კრიტიკული სტატიას, რომელშიც პარალელებს ავლებს პუტინის რეჟიმსა და ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას შორის. გამოცემა პირდაპირ წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარიზმის გზას ადგას და დემოკრატია საქართველოში დიდი საფრთხის წინაშეა.