დაკავებული პოლიციის ორი მაღალჩინოსანი დროებითი მოთავსების იზოლატორში სასამართლოზე წარდგენას ელოდება - "მთავარი არხის" ინფორმაციით, წყნეთის პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
არსებული ინფორმაციით, ამირან ნაჭყებიასა და დიმიტრი ქვაჭრელიშვილს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს, ჯერჯერობით უცნობია.
"მთავარი არხი" დამატებითი დეტალების გარკვევას პროკურატურასთან ცდილობს.
ასევე ნახეთ: