სარჩელები კარანტინიდან-ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები საკარანტინე სივრცეში არ გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკარანტინე სივრცეში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც 12-დღიანი კარანტინის გავლის მიუხედავად სასტუმროში დატოვების შესახებ აცნობეს. უთხრეს, რომ ის ინფიცირებულებთან კონტაქტში იყო და ვადაც ამიტომ უხანგრძლივდებოდა. მხოლოდ სუიციდის მცდელობის შემდეგ გაირკვა, რომ ხელმძღვანელმა პირებმა შეცდომა დაუშვეს და დაპირდნენ, რომ სასტუმროს რამდენიმე საათში დაატოვებინებდნენ.

საკარანტინე სივრცეებში მოხვედრილები ამ დრომდე უშედეგოდ ელიან პასუხს ხელისუფლებისგან რატომ ირღვევა მათი უფლებები. ამბობენ, რომ კარანტინი შერჩევითი და დისკრიმინაციულია. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, ჯანდაცვის სამინისტროს თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართა. მათ მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ თვითიზოლაციას მხოლოდ შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები და მცირეწლოვანები ექვემდებარებიან. თუმცა ამ დრომდე საკარანტინე სივრცეში რჩებიან დედები, მოზარდი შვილები და ორსულები.

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ერთ-ერთია, რომელიც კარანტინში მცირეწლოვან შვილთან ერთად მოხვდა. რადგან თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს, სასამართლოს მიმართა. მხოლოდ საქალაქო სასამართლოს განჩინებით არგანაშვილის ოჯახმა იზოლაციაში გადაინაცვლა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ხელისუფლება მოქალაქეების უფლებებს უხეშად არღვევს.

ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები,მაღალჩინოსნები ან უბრალოდ სანაცნობო წრე კარანტინიდან თავის დაღწევას მარტივად ახერხებს. კარანტინში გადაყვანა არც განხილულა არჩილ თალაკვაძის შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის სამ წევრს კოვიდ-19 დაუდგინდა. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხელისუფლება საკუთარ დაწერილ კანონს უხეშად არღვევს და ფიქრობენ, რომ ე.წ. იძულებითი კარანტინი საკუთარი შემომწირველებისთვის გადახდილი ფულია.

დღეს მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ თვითიზოლაციის უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, ვინც ქვეყანაში ცხოვრობს და ინფიცირებულებთან კონტაქტი დაუდგინდა. ქვეყანაში შემოსულები კი კარანტინში უნდა გადავიდნენ. თუმცა საკარანტინე სივრცეებში არ მოხვედრილან არც ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნებული ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი. 

მმართველი გუნდის წევრების განმარტებები ცინიკურია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდნენ. ემიგრანტები უახლოეს დღეებში აქციებს აანონსებენ და ითხოვენ ქვეყანაში დაბრუნება კარანტინის გავლის თვითიზოლაციაში გადაყვანის პირობით შეძლონ.

ეჭვს, რომ მოქალაქეების უფლებების დარღვევის ხარჯზე ხელისუფლება დაახლოებულ ბიზნესმენებს მილიონებს უხდის კიდევ ერთი ფაქტი ამყარებს. სასტუმროებისთვის გამოყოფილი 32 მილიონ ლარს კიდევ 21 ლარი ემატება. ტურიზმის ადმინისტრაციამ ამ შესყიდვაზე ნებართვის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი