იუსტიციის მინისტრი "პატრიოტთა ალიანსის" ფინანსური გამჭირვალობის საკითხზე შეფასებებს სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ აუდიტის დასკვნას ელოდება. წულუკიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ პრობლემა გამოიკვეთება, საქმე კომპეტენტურ უწყებას გადაეცემა, თუცა რომელიც ეს კომპეტენტური უწყება, წულუკიანი არ აკონკრეტებს:
ჩვენ მოვისმინეთ რა თქმა უნდა ინფორმაციები, მოვისმინეთ ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით თავად „პატრიოტთა ალიანსის“ კომენტარი, შეპასუხება და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ვთვლი, რომ არის სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოებული ის პროცედურა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ყველანი ალბათ უნდა დაველოდოთ ამ პროცედურის დასრულებას, რადგან როგორც ვიცით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური როდესაც სწავლობს ამგვარ საკითხებს, თუკი პრობლემა გამოიკვეთება, შემდეგ საქმე გადაეცემა კომპეტენტურ უწყებას, იქნება ეს საგამოძიებო უწყება, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ სხვა.
ვიდრე სახელმწიფო აუდიტი თავის შედეგს არ დადებს რაიმე ტიპის სპეკულაცია კიდევ უფრო ძაბავს იმ წინასაარჩევნო პროცესს რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით“ ამბობს თეა წულუკიანი.
"პატრიოტთა ალიანსის" კრემლიდან სავარაუდო დაფინანსების შესახებ 24 აგვისტოს გახდა ცნობილი. სკანდალური დოკუმენტები "დოსიე ცენტრმა" გაასაჯაროვა.
უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნას და პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს.