საბერძნეთმა კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სწავლის დაწყება გადადო

გამოქვეყნდა:

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სწავლის დაწყება  გადადო. სკოლებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება.

მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა მოსახლეობას, დროულად დაბრუნდნენ არდადეგებიდან და გაატარონ დრო სახლში, სანამ ბავშვები სკოლას დაუბრუნდებიან. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სამედიცინო ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.

საბერძნეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი