გერმანიაში, სუნამოებისა და ტანის კრემების ქურდობის ბრალდებით, 32 წლის ქართველი რუს თანამზრახველთან ერთად დააკავეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, ჰამბურგში, პარფიუმერიის მაღაზიაში ქართველმა და რუსმა თანამზრახველებმა სუნამოები და ტანის კრემები მოიპარეს. გერმანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქურდები დაცვამ იმ დროს შეამჩნია, როცა ისინი ძვირადღირებული სუნამოებისა და ტანის კრემების დამალვას ქურთუკის შიდა ჯიბეში ცდილობდნენ.

დაცვამ დამნაშავეები ადგილზევე დააკავა და პოლიციას გადასცა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის 40 წლის და საქართველოს 32 წლის მოქალაქემ 459 ევროს 4 სუნამო და 266,50 დოლარის ღირებულების 7 კრემი მოიპარეს. ჩხრეკისას ამოღებული მოპარული ნივთები პოლიციამ მაღაზიას დაუბრუნა.

სამართალდამცავებმა ორივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათზე სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა ერთი - ქურდობისთვის, ხოლო მეორე - გერმანაში უნებართვო ყოფნის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი