"ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროპულ არჩევანზე ისაუბრა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას.
"პრეზიდენტ სააკაშვილის, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას. პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს.
როგორც ცნობილია, ევროპის წამების კომიტეტის გასული კვირის ანგარიშის მიხედვით, სიტუაცია კლინიკა „ვივამედში“, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტაციონარულ მკურნალობას
იღებს, „დამთრგუნველი, დამამცირებელი და არახელსაყრელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად," - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.