მედვედევი ამბობს, რომ მოსკოვი განათავსებს ახალ იარაღს კურილის კუნძულებზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი ახალ იარაღს განათავსებს კურილიის კუნძულზებზე. 

"კურილის კუნძულები აქტიურად განვითარდება და ამავე დროს გაიზრდება მათი სტრატეგიული როლი, მათ შორის ახალი იარაღის განლაგება იქ", - დაწერა მედვედევმა VKontakte-ზე.

რუსეთსა და იაპონიას შორის არ გაფორმებულა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ფორმალურად დაასრულებს მათ შორის კონფლიქტს, რომელიც დათარიღებულია მეორე მსოფლიო ომით, სადაც კურილის კუნძულები - რომელსაც იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს - რჩება მთავარ დაბრკოლებად ორ მხარეს შორის.

რუსული სამთავრობო მედია "ტასი" წერს, რომ იაპონიის პრემიერმინისტრის სიტყვების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც ტოკიო ერთგული რჩება ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტისა და რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიმართ, მედვედევმა თქვა - "არავინაა სამშვიდობო ხელშეკრულების წინააღმდეგი", მაგრამ ამავე დროს, იაპონურმა მხარემ უნდა გაიგოს რამდენიმე ფუნდამენტური პუნქტი. ერთ-ერთი მათგანია რუსეთის ხელისუფლების კურსი კურილის კუნძულების განვითარებისთვის.

მედვედევი ამბობს, რომ მოსკოვს "ღრმად არ აინტერესებს" "იაპონელი ხალხის გრძნობები" კურილის კუნძულებთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი